ძლიერმა წვიმამ ქირაჩმუღლოში მოსახლეობა დააზარალა
სტიქია სოფელ ქირაჩმუღლოში - ძლიერმა წვიმამ დააზიანა ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდით გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი ძლიერი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები ექმნებათ.

მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღლოში ბოლო სამი დღეა ნალექია, თუმცა გუშინ ღამით წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივები დააზარალა

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ნალექის მოსვლის ეშინიათ. მათი თქმით, თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში სტიქიის სალიკვიდაციოდ ტექნიკა დაგვიანებით გააგზავნა.

Print
ბოლო სიახლეები