“შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს“–ნიკა მელია
რუსთავი2–ში განვითარებულ პროცესებს ნიკა მელია ფეისბუქის სტატუსით აფასებს:
“პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს.

რუსთავი 2-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა. ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს.

ამასობაში კი შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს.“– წერს მელია.
Print
ბოლო სიახლეები