"გიორგი გაბუნიას შევხვდი და ჩემი ნახვით გახარებული არ ყოფილა"- პაატა სალია

 

"რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში  მუშაობას დილიდან შეუდგა. ის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.

მისი განცხადებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთ სახეს, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასაც შეხვდა. სალიას აზრით, გაბუნია მასთან შეხვედრით გახარებული არ ყოფილა.
აპირებს თუ არა არხზე დარჩენას და მუშაობის გაგრძელებას გიორგი გაბუნია, უცნობია, პაატა სალიასთვის.

"ჩემი ნახვით გახარებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, თუმცა რეალობა ეს არის"-განაცხადა სალიამ.



 

Print
ბოლო სიახლეები