ოქრუაშვილი ხვალ დაიკითხება
პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი და თავდაცვის ყოფილი
მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში, მოსამართლის
თანდასწრებით ხვალ დაიკითხება.
არსებული ინფორმაციით, ოქრუაშვილი გამოკითხვაზე 11:00 საათზეა
დაბარებული და ის მისვლას აპირებს.
საქმე ეხება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ
საქმეს, რომელზეც საგამოძიებო უწყებაში გამოძიება გუფურად
ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო გადატრიალების
მცდელობის მიმდინარეობს.