72 წლის ტურისტი ხევსურეთში სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადავარდა
საქართველოში სლოვენიის მოქალაქე დაშავდა .72 წლის ტურისტი მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ ბილიკზე ველოსიპედიდან გადავარდა. სლოვენიის მოქალაქე მრავლობითი მოტეხილობით ვერტმფრენით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულ ტურისტთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ორი, ისრაელის ერთი და სლოვენიის ერთი მოქალაქე.

ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
Print
ბოლო სიახლეები