“ქიბარ ხალვაშს შეუძლია გაყიდოს არხის წილები, მაგრამ ის ვერასოდეს ივაჭრებს „რუსთავი 2-ის“ გუნდით“- რუსთავი2–ის თანაშრომლების პოზიცია
ქიბარ ხალვაშს შეუძლია გაყიდოს არხის წილები, მაგრამ ის ვერასოდეს ივაჭრებს „რუსთავი 2-ის“ გუნდით - ასეთია სამაუწყებლო კომპანიის თანაშრომლების პოზიცია, რომლებიც 18 ივლისს არხის ქიბარ ხალვაშის ხელში გადასვლის მიუხედავად არხზე რჩებიან და ცდილობენ ძველი სარედაქციო პოლიტიკა შეინარჩუნონ.

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებისთვის არხის მფლობელის გადაწყვეტილება არხის გაყიდვის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მთელი გუნდი, ნებისმიერი მფლობელის პირობებში, "რუსთავი 2-დან" წასვლას არ აპირებს და პროცესებს არხის თანამშრომლის რანგში დააკვირდება და გააშუქებს.

"რუსთავი 2-ის" საინფორმაციოს სამსახური უფროსი ამბობს, რომ დაანონსებული გეგმის მიუხედავად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, გამოჩნდება თუ არა ახალი მყიდველი ერთ კვირაში, რა ვადაც ხალვაშმა დააანონსა. თუ ხალვაში ერთი კვირის თავზე იტყვის, რომ ვალებში ჩაფლული კომპანიის გაყიდვა ვერ მოახერხა და ამ მიზეზით ოპტიმიზაციას და რეორგანიზაციას დაიწყებს. ნოდარ მელაძე თვლის, რომ თუ რუსთავი2–ის მყიდველი გამოჩნდა, ის აუცილებლად ივანიშვილთან შეთანხმებული და მისთვის სასურველი პერსონა იქნება.

ეკა კვესიტაძე თვლის, რომ მოვლენები ზუსტად წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით ვითარდება.  ჟურნალისტები კი  არ ახალ მფლობელს ფუფუნება შეუქმნან კოლექტიური განცხადებით სამსახურიდან წასვლით და მათი გაშვება მფლობელს პერსონალურად მოუწევს. 

„კურიერის“ თანამშრომლების მსგავსად „რუსთავი 2-ის“ წამყვანი სახეები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები თავიდანვე ერთ დიდი გეგმაში ეწერებოდა და ხალვაში მხრიდან არხის გაყიდვის მოლოდინი ჰქონდათ.

ისინი მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება „კურიერის“ ეთერში ბოლო 2 დღის განმავლობაში ნიკა გვარამიას პროკურატურაში მისვლისა და სასმართლო პროცესების პირდაპირმა ტრანსლაციამ დააჩქარა.

მიუხედავად არხის თანამშრომლების ამ მოლოდინისა, „რუსთავი 2-ის“ მოქმედი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ვიდრე არხზე მათ ხელმოწერილი ახალი ამბები გავა, ის იქნება კრიტიკული და არა ცენზურაგავლილი.
Print
ბოლო სიახლეები