ბახმაროში კინოთეატრი „ბახმარო“ დაარბიეს
ბახმაროში კინოთეატრი „ბახმარო“ დაარბიეს.შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია, ჩამსხვრეულია მინები და დალეწილია სკამები.

ოპოზიცია მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას და ეკონომიკის სამინისტროს ადანაშაულებს. მათი განმარტებით, 2012 წელს შენობა-ნაგებობები უწყებამ სპეციალურად დაიკეტა და განადგურებისთვის გაიმეტა.

„კურორტი ბახმარო არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ანადგურებს „ქართული ოცნება“, აჩანაგებს ყველაფერს, რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებას, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ , რაც უკავშირდება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და ამის ნათელი მაგალითი არის კინოთეატრი, რომელიც ჩემს ზურგს უკან არის, რომელიც გაანადგურეს პრაქტიკულადუპატრონობით და რამდენიმე დღის უკან ის ააოხრეს და უნდათ ეს ყველაფერი გადააბრალონ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყო „ოცნების“ უნიათობა და მავნებლობა ჩაფარცხონ,“- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების, ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს.





Print
ბოლო სიახლეები