გუგუტიანთკარში 9 ოჯახის ნაკვეთები მავთულხლართებს მიღმა მოექცა
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს და პროცესი ბოლომდე მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი ადასტურებს, რომელიც ამცხადებს, რომ დღეს დილას რუსმა სამხედროებმა, რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს, რითიც უკანონოდ მიითვისეს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი. შედეგად 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ.

ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედებაა.

"ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული,"-აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა პირველად მოძები ადგილზე რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა პროცესი დროებით შეაჩერეს.


Print
მსგავსი სიახლე
16:30 / 17.10.2019
"სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის ქუჩებში"-ეს განცხადება "ტვ პირველზე" მესამე პრეზიდენტმა გიორგი  მარგველაშვილმა გააკეთა და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას 16 დე­კემ­ბრი­დან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.


"მე არ მაქვს მარტო გავლის ან შიში სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში, მე ამის საშიშროება კი არ მაქვს , მე სტატუსის დაკნინების თემაზე ვსაუბრობ, ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ეს გადახვევაა იმ ტენდენციიდან რაც სხვა ქვეყნებში არსებობს, ის რომ დეპუტატს აქვს მთელი ცხოვრება პენსია და პრეზიდენტს არ აქვს"-განაცხადა მარგველაშვილმა.



ბოლო სიახლეები