"ბელადებზე როდესაც არის საუბარი, კონკრეტულად დაუშვათ ლენინი იყო"-მოსამართლეობის კანდიდატის პასუხი დოლიძის შეკითხვაზე
დღეს დილიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი ხმაურით დაიწყო. თეა ძიმისტარაშვილთან გასაუბრების პროცესი რამდენჯერმე კამათის ფონზე წარიმართა. განსაკუთრებული განხილვის თემა გახდა კანდიდატის პასუხი ანა დოლიძის შეკითხვაზე  "თქვენთვის ვინ იყო, ვის ჩათვლით როგორც მოქალაქე, რომ ეს პიროვნება არის ლიდერი?"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თეა ძიმისტარაშვილმა ლიდერად ლენინი დაასახელა.

"ისტორიულად ბელადებზე როდესაც არის საუბარი, კონკრეტულად დაუშვათ ლენინი იყო იმ... იმის ლიდერი... წყობილებაც შემდეგ უკვე დანერგა და იმ იდეების შემდეგ უკვე განმახორციელებელი. ეს იყო ლიდერი აი ამ კუთხით"-განაცხადა თეა ძიმისტარაშვილმა. 

თეა ძიმისტარაშვილი 2012-2017 წლებში  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა.

 

 

Print
ბოლო სიახლეები