"კოლეგებო, ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ, მუშაობთ ტელევიზიაში რომელიც ამ კაცის მიერ იმართება"-ნანუკა ჟორჟოლიანი


“რუსთავი 2-ის″ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში  გასული ფილმი გააკრიტიკა, რომელიც   აგვისტოს ომს ეხებოდა. ტელეწამყვანმა   კოლეგებს მიმართა, რომ  "იმედში" მუშაობა სირცხვილია და საზოგადოებას ფილმის პროდიუსერის ნიკა ლალიაშვილის ბიოგრაფია შეახსენა.

"ბავშვებო, ეს კაცი შევარდნაძის დროს, უშიშროების სამსახურის პრესცენტრში მუშაობდა. მაშინ უშიშროება პირდაპირ რუსეთიდან იმართებოდა. ამ კაცის მაშინდელი მინისტრი ახლაც მოსკოვში ცხოვრობს. იმედია ყველაფერი გასაგებია სიუჟეტთან და იმედდთან დაკავშირებით.

და კოლეგებო, ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ, მუშაობთ ტელევიზიაში რომელიც ამ კაცის მიერ იმართება"-დაწერა ჟორჟოლიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედზე" გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაცსაზოგადოების და  ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, კომენტარი არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა. ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.





Print
ბოლო სიახლეები