"ნოდარის ადგილზე ვინც არ უნდა დადონ იქნება რუსთავი 2 ის დამანგრეველი"- რუსთავი2-ი ეკა გაგუამაც დატოვა
“რუსთავი2“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ეკა გაგუამ დატოვა. ამის შესახებ “კურიერის“ კორესპონდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მე როგორც კურიერის ერთი რიგითი ჟურნალისტი ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აღვიქვამ როგორც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას. როგორც მცდელობას გამაჩუმონ. არ მათქმევინონ სიმართლე. არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე. ვინც არ უნდა დადონ, ზუსტადაც დადონ ნოდარის ადგილზე ის იქნება ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, მედია ცენზორი და რუსთავი 2 ის დამანგრეველი“ - წერს ეკა გაგუა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში სამსახურიდან წავიდნენ წამყვანები – დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვლი.მანამდე დირექტორმა სალიამ სამსახურიდან გაათვისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, წამყვანები – ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ დოისთვის ახალი ამბების განახლება შეწყვეტილია რუსთავი2–ის ვებგვერდზეც. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გუშინ საღამოს შემდეგ გვერდზე დაიდო, 12 საათიანი კურიერის ეთერში არგასვლის შესახებ ინფორმაცია იყო. რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ჩვენი ინფორმაციით გადაღებებზეც არ გასულან.



Print
ბოლო სიახლეები