პარლამენტის საშემოდგომო სესია სტვენის ფონზე გაიხსნა (ვიდეო)
პარლამენტის საშემოდგომო სესია სტვენის ფონზე გაიხსნა. ეროვნული ჰიმნის დასრულებისთანავე, ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ  და სხვა წევრებმა  მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, დარბაზში წესრიგი დაეცვათ, ამის შემდეგ კი მან მადატურის სამსახურს მიმართა.

"ასე გადაწყვიტეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული დემოკრატია და დემოკრატიის ხარისხი გამოხატონ. საზოგადოებას ვთხოვ, თვალი მიადევნოს," - აღნიშნა თალაკვაძემ.

Print
ბოლო სიახლეები