მაკო გომურის შეკითხვა გიორგი გახარიას (ვიდეო)
ელენე ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა.

"რატომ არიან აქციის მონაწილეები ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი ამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია — თავისუფალი?"- წაიკითხა ხოშტარიამ მაკო გომურის შეკითხვა.

გიორგი გახარიამ მაკო გომურის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

"ეს კითხვა არ ყოფილა ეს შეფასება იყო"-განაცხადა გახარიამ.

ხოშტარიამ ასევე გახარიას აქციის დარბევასთან დაკავშირებითაც ჰკითხა. საჭირო იყო თუ არა მიტინგის დაშლის წინ ხალხის გაფრთხილება.


Print
ბოლო სიახლეები