"ჩვენ დავბრუნდით რომ ერთად შევქმნათ ცენზურისგან და ხელისუფლებისგან თავისუფალი ტელევიზია"-მთავარი არხი ეთერშია (ვიდეო)

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული "მთავარი არხი" ეთერშია. ტელევიზიამ მაუწყებლობა  9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარი საინფორმაციო დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ. საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაა "მთავარი". 

"ჩვენ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან, ჩვენ დავბრუნდით რომ ერთად შევქმნათ ცენზურისგან და ხელისუფლებისგან თავისუფალი ტელევიზია, დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით, იგივე შემართებით, გუნდი, რომელსაც ენდობით და არცერთი წუთით არ დანებებულა, ამ გუნდისთვის მთავარი ხართ თქვენ საქართველოს მოქალაქეები , ვინც ქმნით საქართველოს აწმყოს და მომავალს, ქვეყნის რომელიც არა რუსეთის არამედ ევროპის ნაწილია, ჩვენ ერთად მოვიგებთ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის"-ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა დიანა  ჯოჯუამ.
Print
ბოლო სიახლეები