ბოკერია-სააკაშვილები ცდილობენ თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია-ირმა ინაშვილმა უცხოელ დიპლომატებს მიმართა

ბოკერია-სააკაშვილები ცდილობენ  თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია-ეს განცხადება თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილმა გააკეთა. ინაშილს საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მას შემდეგ მისცეს, რაც მის მისვლას კონფერენციაზე ხმაური მოჰყვა.


"მე მგონი ყველა განერვიულდა და მე დარბაზს ვთხოვ მშვიდად იყოთ, იმიტომ რომ არაფერი პროვოკაცია არ ყოფილა და არც მოხდება  ჩვენ ვართ ცივილიზირებული ადამიანები დ აყოველთვის მოხმრე ვართ სიმშვიდის და არა დესტრუქციის,

ძალიან საინტერესო კონფერენციაა რომელიც მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, სამწუხაროა, რომ ჩვენი საპარლამენტო პარტია არ იყო მოწვეული, თორემ მივიღებდით მონაწილეობას, როცა მე ვიყავი ჟურნალისტი და ვაშუქებდით აშშ-ში მაშინდელი პრეზიდენტის ვიზიტებს, მაშინ ჩვენ ამერიკელი პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ რომ მათი მონაპოვარია პოლიტიკური პლურალიზმი, პლურალიზმი ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენზე სუაბრობენ, მე ცუნდ ამქონდეს გამოსვლის საშუალება, რამდენიმე ცოტა არ იყოს ცინიზკური შეფასება მოვისმინე დარბაზში მყოფებისგან და მინდა გამოვეხმაურო, ბოკერიას გამოსვლას, რომელმაც ძირითადად ჩვენზე ილაპარაკა, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები საქართველოს პატრიოტები პირველ რიგში, ჩვენ ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას და ურთიერთობას საერთასორისო პარტნიორებთან, მაგრამ ის რაც გუშინ ჩვენზე ითქვა იყო ტყუილი და ცილისწამება, ბოკერია-სააკაშვილები ცდილობენ თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია, ხოლო ესენი ქვეყნის მტრები არიან. დასავლურობა მათ როგორ ესმით იცით? ადამიანთა წამება რასაც აკეთებდნენ, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა, არჩევნების გაყალბება, ადამიანთა წამება, მკვლელობა არის თუ არა დასავლური ღირებულებები? მე გაგახსენებთ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს მერე მოგიყვებიან"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინაშვილი კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ ობიექტივის ჟურნალისტთან ერთად მივიდა, რასაც ხმაური მოჰყვა. პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ის ფაქტი გააპროტესტა, რომ კონფერენციაზე თავად არ იყო მიწვეული.





Print
ბოლო სიახლეები