ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში და ყველა უთანხმოებას გადავლახავთ-სააკაშვილი ოქრუაშვილს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ წერს.

"ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ"-აღნიშნავს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
Print
მსგავსი სიახლე
16:30 / 17.10.2019
"სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის ქუჩებში"-ეს განცხადება "ტვ პირველზე" მესამე პრეზიდენტმა გიორგი  მარგველაშვილმა გააკეთა და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას 16 დე­კემ­ბრი­დან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.


"მე არ მაქვს მარტო გავლის ან შიში სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში, მე ამის საშიშროება კი არ მაქვს , მე სტატუსის დაკნინების თემაზე ვსაუბრობ, ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ეს გადახვევაა იმ ტენდენციიდან რაც სხვა ქვეყნებში არსებობს, ის რომ დეპუტატს აქვს მთელი ცხოვრება პენსია და პრეზიდენტს არ აქვს"-განაცხადა მარგველაშვილმა.



ბოლო სიახლეები