პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა  დატოვა. ამის შესახებ ჭოლაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი ჭოლაძე დღეს თანამშრომლებსაც დაემშვიდობა.

„ყველა ვერ ესწრებოდა დღევანდელ (ბოლო) დილის შეკრებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. წარმატებები“, – დაწერა  გიორგი ჭოლაძემ ფეისბუქში.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ჭოლაძე მუშაობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.


Print
ბოლო სიახლეები