იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს-მდინარაძე
"იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი და რეფორმების საშუალება", - ამის შესახებ ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, თელავში, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ ერთადერთი, რასაც ოპოზიცია გვსაყვედურობდა და შემდეგ რაც აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს იყო, რომ 2020 წლიდან არ გადავდიოდით პროპორციულ არჩევნებზე. ამიტომ, პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება. ეს კონსტიტუცია გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მოკლევადიანში იმუშავებს ძალიან კარგად და გამოადგება განვითარებას“,- განაცხადა მდინარაძემ.
Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა