ლაფანყურში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.  გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი.

ავარიის შედეგად დაშავებული  მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

"ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
Print
ბოლო სიახლეები