"ვაპროტესტებ ძალადობას, უსამართლობას და ოკუპაციას"-ნანუკა ჟორჟოლიანი "სირცხვილიას" ვიდეორგოლში ( ვიდეო)



ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ხვალ,  20 სექტემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას უერთდება და საზოგადოებას მისვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისი ვიდეორგოლი "სირცხვილიას" გვერდზე გამოჩნდა.

"ვაპროტესტებ ძალადობას, უსამართლობას და ოკუპაციას"-აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია უკვე 92-ე დღეა იმართება. ხვალ კი 19:00 საათზე  აქცია სახელწოდებით  "ერთად ერთის წინააღმდეგ" დაიწყება.

Print
ბოლო სიახლეები