"ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა მას უთხრა, რომ .."-მოსამართლეობის კანდიდატი ზეწოლის ფაქტს იხსენებს (ვიდეო)
იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მერაბ გაბინაშვილის მოსმენა მიმდინარეობს. მას შეკითხვა მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე დაუსვეს,რის საპასუხოდაც გაბინაშვილმა ერთ-ერთი ფაქტი გაიხსენა.


გაბინაშვილის განცხადებით, უშუალოდ მასზე ზეწოლა არმომხდარა, თუმცა მის კოლეგასთან განხორციელებულ ზარზე ისაუბრა.

"იყო ერთი შემთხვევა მე ვიყავი სასამართლოს თავმჯდომარე ეს იყო 2008-ში ან 2007-ში, ამოვიდა ერთ-ერთი მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების წინ და შემოვიდა ჩემთან, როგორც სასამართლოს თავმჯდომარესთან და მითხრა, რომ მასთან განხორციელდა ზარი, არ დავასახელებ პიროვნებას, ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა მას უთხრა, რომ ამ საქმეზე ერთ-ერთი მხარე იყო მისი ახლობელი, ეს მოხდა 15 წუთით ადრე"-განაცხადა გაბინაშვილმა. 


გაბინაშვილის თქმით, მოსამართლეს მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია, მომხდარ ფაქტზე კი რეაგირება განხორციელდა. გაბინაშვილის ინფორმაციით, პირის იდენტიფიცირების შემდეგ კი გაირკვა, რომ ის მაღალი თანამდებობის პირი არ იყო და შსს-ში მუშაობდა.


Print
ბოლო სიახლეები