"წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ ბიჭო.შენობით მიმართე ვისთვისაც მიგიმართავს"-დაპირისპირება დეპუტატებს შორის (ვიდეო)
"წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ ბიჭო.შენობით მიმართე ვისთვისაც მიგიმართავს"- ამ სიტყვებით ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა.

ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ  14:00 საათზე მას შეხვედრა აქვს, რომლის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დრო შესაძლოა, უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ მოითხოვა მას ესარგებლა ამ დროით.  ოხანაშვილმა უპასუხა, რომ კომიტეტი მის დღის განრიგს ვერ მოერგებოდა.

"ბექა, წადი, წადი, შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეს"- ასე მიმართა ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს.  რასაც დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.

"წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო! ნუ აძლევ თავს ზედმეტის უფლებას,"- მიმართა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, მას თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ პარლამენტის წევრია.

"ბიჭო შენი სასწავლებელი მე არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა", - მიმართა  ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილს, ამის შემდეგ მან დარბაზი დატოვა.
Print
ბოლო სიახლეები