ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში-ბესელიამ ზარდიაშვილს სილა გააწნა (ვიდეო)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვითარება დაიძაბა. 

ერთმანეთს დეპუტატები ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა.

თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად გედევან ფოფხაძე სა ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი კამათში  ეკა ბესელია ჩაერთო.

კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა.ამ წუთებში სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
Print
ბოლო სიახლეები