"ვერ გამოვყოფ"-მამუკა ვასაძემ ვერცერთი მისთვის საყვარელი მწერალი და ნაწარმოები ვერ დაასახელა (ვიდეო)
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მამუკა ვასაძემ ვერც ერთი მისთვის საყვარელი მწერალი და ნაწარმოები ვერ დაასახელა.

უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მას სთხოვა, დაესახელებინა ერთი მწერალი, რომელმაც მის ცხოვრებაზე რაიმე გავლენა მოახდინა.

ალბათ, გიყვართ მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა და ვინ არიან თქვენთვის ახლობელი მწერლები, ვინც რაღაც ბიძგი მოგცეს ცხოვრებაში? ბევრი ისეთი ნაწარმოებია, რომელიც თქვენს პროფესიასთან ახლოსაა. იქნებ, რამდენიმე მწერალი გვითხრათ, რომ ამით თქვენი პორტრეტი საზოგადოებისთვის უფრო სრულყოფილი გახდეს? ახლა ალბათ დრო არ გაქვთ, მაგრამ ალბათ, იყო პერიოდი, როცა ლიტერატურა ძლიერ გიყვარდათ-შეეკითხა ქანთარია ვასაძეს.

მამუკა ვასაძემ უპასუხა, რომ მის სანათესაოში პირველია, ვინც სამართალდამცავ სტრუქტურაში დასაქმდა, თუმცა მწერალზე შეკიტხვას არ უპასუხა.  ამის შემდეგ ქანთარიამ შეკითხვა გაიმეორა, თუმცა ვასაძემ უპასუხა, რომ ვერცერთ მწერალს ვერ გამოყოფდა.


Print
ბოლო სიახლეები