იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს (ვიდეო)
იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 1995 და 1997 წლებში დაბადებულმა საქართველოს ორმა მოქალაქემ იტალიის  ქალაქ ტრიესტეში 21-დან 26 ივლისამდე სხვადასხვა სახლი გაქურდა. მძარცველებმა  საერთო ჯამში 133 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.

მედიის ინფორმაციით, სახლების გაქურდვაში ბრალდებული მესამე პირის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.


Print
ბოლო სიახლეები