"ყველა ვინც ასეთ დიპლომს მოიტანს ვეპატიჟები უმაგრეს სახინკლეში"-რომან გოცირიძე თადუმაძის კურსელებს ეძებს (ვიდეო)

იურიდიულ კომიტეტში თადუმაძის დიპლომის გარშემო  კითხვები არ წყდება. ოპოზიციონერი დეპუტატები იკვლევენ დადიოდა თუ არა უნივერსიტეტში თადუმაძე და ვინ იყვნენ მისი კურსელები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება.

"მინდა, მივმართო თქვენს თანაკურსელებს, მეგონა იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ თქვით რამდენიმე ათეული, მაგრამ ამით ალბათ ჩემი მთელი თვის ხლეფასი სამწუხაროდ აორთქლდება მაგრამ მე მათ ვთავაზობ ყველას მთელ თქვენს ჯგუფს ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ვინც ასეთ დიპლომს მომიტანს ზუსტად ასეთ დიპლომს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში" მიმართა გოცირიძემ თადუმაძის კურსელებს.
Print
ბოლო სიახლეები