"უვიცი ხართ... იმ ფიქტიურ უნივერსიტეტში ფეხიც არ გაქვთ მიდგმული"-სამადაშვილი თადუმაძეს (ვიდეო)
"იმ ფიქტიურ უნივერსიტეტში ფეხიც არ გაქვთ მიდგმული"-ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა თადუმაძეს, მას შემდეგ რაც მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა ვერ დაასახელა რა საგნებს სწავლობდა ის პირველ კურსზე უნივერსიტეტში.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს თაღლითი უწოდა, რაზეც სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა სამადასვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.

„ქალბატონო სალომე თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით. კეთილი ინებეთ, შესაბამისი ქცევით დასვით კითხვა. მე კითხვებში არ გზღუდავთ. ვთხოვ ეუთოს წარმომადგენლებს, რომლები ამ სხდომას ესწრებიან, ჩაინიშნონ, როგორ იქცევიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

თადუმაძის მოსმენა დილის 10:00 საათიდან მიმდინარეობს. შეკითხვების უმეტესობა მის  დიპლომს შეეხება.
Print
ბოლო სიახლეები