ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას და ყოფილი დეპუტატის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ზარდიაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ სფეროში გააგრძელებს საქმიანობას მომავალში.

„პოლიტიკიდან წავედი! დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვალ პოლიტიკაში“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეკა ბესელიასთან მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება.
Print
ბოლო სიახლეები