იაპონიაში მოახლოებული ტაიფუნის გამო ინგლისი-საფრანგეთის რაგბის თამაში გადაიდო
იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის ფარგლებში დაგეგმილი ინგლისი-საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება ტაიფუნ „ჰაგიბის“ გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შოტლანდია-იაპონიის თამაში კვირას გაიმართება, როგორც დაგეგმილი იყო. ასევე გეგმის მიხედვით ჩატარდება ირლანდიისა და სამოას თამაში.

სპეციალისტების თქმით, ტაიფუნი, რომელიც ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს დაატყდება თავს, წელს ყველაზე ძლიერი იქნება.
Print
ბოლო სიახლეები