ზურა დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იჭიდავებს
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი რომში  ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის სახელით იასპარეზებს. 

დათუნაშვილი სერბეთის სახელით აქამდეც ცდილობდა ასპარეზობას, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლეოდა.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში, 2019 წლის 11 იანვარს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ზურაბ დათუნაშვილმა არაერთი განცხადება გაავრცელა. ზურაბ დათუნაშვილი პირველ განცხადებაში ამბობდა, რომ გეგა გეგეშიძემ  მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მანამდე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-მა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვდა,გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დაეტოვებინა. ამ ფაქტს მაშინ სპორტსმენების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და ფედერაციასთან მოჭიდავის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. 

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა გეგეშიძე დღემდე არ დასჯილა. 

ზურაბ დათუნაშვილმა მოგვიანებით რამდენიმე მიმართვა გაავრცელა, რომლებშიც ამბობდა, რომ იძულებული ხდებოდა საქართველო დაეტოვებინა და სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა, მოგვიანებით კი ამბობდა, რომ მას ამის უფლებასაც არ აძლევდნენ:

ან უნდა დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე – ზურაბ დათუნაშვილის მიმართვა



"არ მაძლევენ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებას, ქვეყანას ვტოვებ"-ზურაბ დათუნაშვილი




Print
ბოლო სიახლეები