მონაკომ ტიერი ანრი გაუშვა
ფრანგულმა კლუბმა ტიერი ანრის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინა. ფრანგი ფეხბურთელი კლუბის სათავეში სულ რამდენიმე თვე იმყოფებოდა.

მისი მთავარი მწრთნელის პოსტზე დანიშვნა გუნდის ძალიან ცუდმა შედეგებმა განაპირობა, თუმცა მან ვერ მოახერხა სიტუაციის გამოსწორება. არც თამაშის ხარისხს დაეტყო მისი ხელი და არც შედეგებს. ამასთანავე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მას კონფლიქტები ჰქონდა კლუბის მოთამაშეებთან. საბოლოოდ კლუბის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა კლუბის საქმიანობისთვის ჩამოეშორებინათ.

საინტერესოა ის, რომ ტიერი ანრის კვლავ მონაკოს ყოფილი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი ჩაიბარებს. შეგახსენებთ, სწორედ ის წვრთნიდა მონაკოს ანრის დანიშვნამდე და სწორედ მისი მუშაობით იყვნენ უკმაყოფილონი მონაკოს მფლობელები და გულშემატკივრები.

ტიერი ანრის გათავისუფლება მონაკოს ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.


Print
ბოლო სიახლეები