კურიოზული მომენტი ბუნდესლიგაში - ლევერკუზენი გაშვებული გოლისგან თოვლმა იხსნა (ვიდეო)
ბუნდესლიგის 25-ე ტურში ერთმანეთს ლევერკუზენის ''ბაიერი'' და ''ჰანოვერი'' უპირისპირდებოდნენ.

32-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო ''ბაიერის'' სასარგებლოდ, მატჩში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ერთზე გასულმა ჰანოვერის ფეხბურთელმა მეკარე ჩამოიშორა და ცარიელი კარისკენ დაბალი დარტყმით გადაგზავნა ბურთი, თუმცა გაზონზე არსებულმა თოვლმა ბურთი კარის ხაზის გადაკვეთამდე შეაჩერა.

საბოლოო ჯამში, მატჩი ლევერკუზენის გამარჯვებით დასრულდა 3:2, თუმცა ვინ იცის რა მოხდებოდა ეს გოლი რომ გასულიყო.

Print
ბოლო სიახლეები