ტოჩინოშინი ფორმაში არ არის - 2 მარცხი საწყის 3 ბრძოლაში
იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაზაფხულის ბაშოს მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დებიუტანტ კომუსუბი ჰოკუტოფუჯის შეხვდა და ოშიდაშით დამარცხდა.

ტოჩინოშინი დამაჯერებლად ვერ გამოიყურება და 3 ბრძოლის შემდეგ ქართველ სუმოისტს 1 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. როგორც ცნობილია ლევანს ტრავმა არ აწუხებს და ფიზიკურად მზად იმყოფება ორთაბრძოლებისთვის, თუმცა შედეგები სხვა რამეზე მეტყველებენ.

ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი წინაა - 3:2. ბოლო დაპისირპირებაში ნიშიკიგიმ უვატენაგეს ილეთით აჯობა ქართველს.
Print
ბოლო სიახლეები