დევიდ ბექჰემს ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვეს
ინგლისური ფეხბურთის სუპერვარსკვლავ დევიდ ბექჰემს საჭესთან ტელეფონით საუბრის გამო ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვეს.

ბოლო პერიოდში 43 წლის ფეხბურთელისთვის ეს ერთადერთი დარღვევა არ ყოფილა. მას ბრიტანულმა სასამართლომ მართვის მოწმობაზე 6 ქულა სიჩქარის გადაჭარბებისთვისაც ჩამოაკლო და საბოლოო ჯამში ფეხბურთელს 6 თვით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა.

ბრალმდებელის თქმით, დევიდ ბექჰემი საკუთარი ბენტლით გადაადგილდებოდა ლონდონის დასავლეთ ნაწილში, თუმცა იგი გზას ყურადღებას არ აქცევდა და მუხლის სიმაღლეზე ტელეფონით სარგებლობდა. ამას ერთ-ერთი მოწმეც ადასტურებს.

დევიდის ადვოკატის განცხადებით, მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ინციდენტს ვერ იხსენებს, თუმცა დანაშაულს აღიარებს.
Print
ბოლო სიახლეები