ტოჩინოშინის 2 გამარჯვება საწყის 2 დღეში - ქართველი გოლიათი ფორმაშია!
გუშინ, 12 მაისს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სტარტი აიღო სუმოში წლის რიგით მესამე ტურნირმა, ნაცუ ბაშომ. 

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტურნირზე ლევან გორგაძე დაქვეითებული რანგით, ''სეკივაკეს'' წოდებით გამოდის და მას 10 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკობა დაიბრუნოს. ტურნირი ქართველმა გოლიათმა წარმატებით დაიწყო. საწყის ორ ბრძოლაში მან ორი დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა. პირველ დღეს ტოჩინოშინი რანგით მესამე მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდა და მარტივად დაამარცხა. ხოლო დღეს, ტურნირის მეორე დღეს მეორე მაეგაშირა დაეიშოს შეხვდა და ვერც მან მოახერხა ქართველისთვის განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა.

ხვალ ლევანი მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. რანგის მიუხედავად ოკინოუმი ლევანისთვის უხერხული მეტოქეა. ისინი 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც ქართველი 5-ჯერ დამარცხდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ოკინოუმის ამ ბაშოზე ჯერ-ჯერობით გამარჯვება არ აქვს და ძალიან სუსტად გამოიყურება, ლევანი კი პირიქით ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.

შეგახსენებთ, ტურნირზე ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს ლეგენდარული სუმოისტი ჰაკუჰო.
Print
ბოლო სიახლეები