ტორონტომ პირველი თამაში მოიგო!!! - ოქროს შტატელებმა კიდევ ერთი მოთამაშე დაკარგეს
31 მაისს გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის პირველი თამაში შედგა, სადაც ტორონტო რეპტორსმა 119-108 სძლია გოლდენ სთეით უორიორს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ყველასთვის ცოტა არ იყოს გასაკვირად პასკალ სიაკამი გახდა. მან 39:44 წუთში 32 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება მოაგროვა. აღსანიშნავია მისი სროლის პროცენტიც. მან 17 ნასროლი ბურთიდან 14 მოათავსა კალათში, რითიც NBA-ის სუპერფინალის მეორე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა.

უორიორსის რიგებში საუკეთესო გუნდის ლიდერი სტეფ კარი იყო, რომელმაც 40 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა მოაგროვა. 

სამწუხაროდ ერთ-ერთ მომენტში ნასროლი ბურთის შემდეგ ოქროს შტატელების ერთ-ერთი ლიდერი ანდრე იგუადალა ცუდად დახტა და რამდენიმე წუთი კოჭლობით გააგრძელა თამაში, რის შემდეგაც იგი მოედნიდან გაიყვანეს და აღარ დაბრუნებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ანდრე მეორე თამაშში საკუთარი გუნდის დახმარებას.

სერიაში ტორონტო გალიდერდა 1-0. სუპერფინალის მეორე მატჩი ისევ ტორონტოში შედგება, თბილისის დროით ორშაბათს 3 ივნისს გამთენიის 04:00 საათზე შედგება.
Print
ბოლო სიახლეები