ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ შვილისთვის სასურველი მეტოქე დაასახელა
UFC-ის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, აბდულმანალ ნურმაგომედოვმა შვილისთვის სასურველ მეტოქედ ტონი ფერგიუსონი დაასახელა. მისი თქმით დროა ბოლო მოეღოს ამ ორ მებრძოლს შორის არსებულ საუბრებსა და ჭორებს.

"ჩემი ოცნება ფერგიუსონთან ბრძოლაა. აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ის და დავასრულოთ ეს ისტორია", - აცხადებს ხაბიბის მამა.

შეგახენებთ, ამ ორ მებრძოლს შორის ბრძოლა აქამდეც იყო ჩანიშნული, თუმცა სპორტსმენებს შორის ორთაბრძოლა ტრავმების გამო ვერ შედგა. ხაბიბმა მორიგი ბრძოლა 7 სექტემბერს უნდა გამართოს, თუმცა ვის შეხვდება იგი ჯერ-ჯერობით უცნობია.
Print
ბოლო სიახლეები