NBA | სკოტი პიპენმა 5 წლის ბავშვს სასამართლოში უჩივლა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა სკოტი პიპენმა სასამართლოში უცნაური სარჩელი შეიტანა. შეგახსენებთ, სკოტი პიპენი ლეგენდარული ჩიკაგო ბულსის 1995-96 წლების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და მან მაიკლ ჯორდანთან ერთად 6 საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება მოახერხა.

თუმცა ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში მოქცევა კალათბურთს არ უკავშირდება. 53 წლის პიპენი 5 წლის გოგონას თავის 10 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში კედლების მარკერითა და ცარცით მოხატვაში ადანაშაულებს. ამას გარდა, მოთამაშე მის სახლში მცხოვრებ ოჯახს ბრალს სდებს, რომ მათ დააზიანეს ავეჯი, დაკარგულია სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათი ცხოველები მუდმივად სახლში შარდავდნენ და ამასთანავე მათ დაუგროვდათ გადასახდელი დავალიანება.

NBA-ის ლეგენდამ საკუთარი სახლი ლინდსი გლეიზერსა და ჯეიკობ ვოლოშინს 2017 წელს მიაქირავა და მათ ქირის სახით 30 000 დოლარს ახდევინებდა. 53 წლის პიპენმა მათ სახლი მას შემდეგ მიაქირავა, რაც მათი სახლი ქარიშხალმა ,,ირმამ'' გაანადგურა.

5 წლის გოგონას დედა ლინდსი გლეიზერი ამერიკაში ცნობილი კომიკოსია და ის სკოტის სარჩელს იუმორით გამოეხმაურა: ,,ვინ იფიქრებდა, რომ დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებს გაამყარებდა, სკოტი პიპენი კი აღმოჩნდებოდა გიჟი, რომელიც პატარა გოგონას უჩივლებდა.''

ეს კომენტარი უპასუხოდ არც მომჩივანის მხარეს დაუტოვებია. ,,როდესაც სხვის სახლს ისე დააზიანებ, რომ ზარალი 100 000 დოლარზე მეტია, ამაზე ხუმრობა არ შეიძლება,” - აცხადებს პიპენის ადვოკატი.
Print
ბოლო სიახლეები