კონორ მაკგრეგორმა ბრძოლაში მარკ უოლბერგი გამოიწვია
კონორ მაკგრეგორი ყველასათვის ცნობილი MMA-ის მებრძოლია, რომელიც ყურადღების ცენტრში ყოფნას არ უჩივის. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ხმაურიანი განცხადებებით და სწორედ ამ განცხადებებმა მიიყვანა ბოლოს რინგზე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივის ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.

თუმცა ამჯერად მისი განცხადება ყველანაირ ჩარჩოს გასცდა. მან ბრძოლაში ამერიკელი მსახიობი მარკ უოლბერგი გამოიწვია. მან უოლბერგს გამოწვევით სოციალურ ქსელ ტვიტერზე მიმართა. ირლანდიელმა მებრძოლმა ეს გადაწყვეტილება ჯასტინ ბიბერის მიერ ტომ კრუზის გამოწვევის შემდეგ მიიღო.

,,ჯასტინის მსგავსად მეც მსურს გამოვიწვიო ცნობილი მსახიობი მარკ უოლბერგი იმავე ქარდზე საბრძოლველად. მაშინაც კი, როდესაც მარკი საუკეთესო კონდიციებში იყო, მას ყურებს ვახევდი და UFC-ის შემოსავლის წილს ვართმევდი.'' - წერს კონორი ტვიტერზე.

როგორც მოგეხსენებათ, მარკ უოლბერგი UFC-ის ერთ-ერთი მეწილეთაგანია.
Print
ბოლო სიახლეები