დანა უაითი UFC-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ მინიმუმ 10 წლით იქნება
დანა უაიტმა ორშაბათს UFC-სთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის კიდევ მინიმუმ 10 წელი იქნება ორგანიზაციის პორეზიდენტი.

დანა 2001 წლიდან საქმიანობს UFC-ში და იმ დროისთვის ის ოპერაციების ხელმძღვანელი იყო. ამას გარდა, საუბარია კრივისა და ამერიკული ფეხბურთის, NFL-ის ხელმძღვანელობაზეც. როგორც აღმოჩნდა, 49 წლის ამერიკელის საქმიანობა ძალიან მოსწონს ერთ-ერთი გუნდის მესვეურებს და ისინი აქტიურად ცდილობენ გუნდის მართვაში დანა უაითის ჩართვას.

რაც შეეხება კრივის ხელმძღვანელობას, როგორც მოგეხსენებათ დანა უაითს საკუთარი კომპანიაც აქვს ,,Zuffa Boxing''. სწორედ ეს კომპანია გახლდათ 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკრივო ორთაბრძოლის ორგანიზატორი, სადაც ერთმანეთს ფლოიდ მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი დაუპირისპირდნენ.

თუმცა ამერიკულ ფეხბურთისა და კრივის ხელმძღვანელობაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. დადასტურებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ დანა უაითი UFC-ის სათავეში მინიმუმ 10 წელი იქნება.
Print