საბურთალომ შერიფი დიდი სხვაობით დაამარცხა - ქართული კლუბის ბრწყინვალე დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონ ,,საბურთალომს'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სტუმრად მოლდოვას ჩემპიონი ტირასპოლის შერიფი დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ქართველი გულშემატკივრის გასახარად ქართული კლუბი მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ქართველთა ზეწოლას შედეგი 30 წუთზე ნიკოლოზ მალის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა, სადაც ოგნიერ როლოვიჩმა თაური დარტყმით ანგარიში გახსნა.

გატანილი გოლის შემდეგაც ქართულ კლუბი აქტიურად განაგრძობდა თამაშს და პირველი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებიც გააქტიურდნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. ამის ნაცვლად, ღიად დარჩენილი ზონებით ისევ ქართველებმა ისარგებლეს და გიორგი კოხრეიძემ ფენომენალური დარტყმით ანგარიშში სხვაობა გაზარდა, 2-0.

ამის შემდეგ მოლდოვური კლუბი საერთოდ მოიშალა და 4 წუთში ლევან კაკუბავამ მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ტაბლოზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა, 3-0.

განმეორებითი მატჩი 16 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა