„World Rugby“-მ ქართული რაგბის ისტორიაზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა (ვიდეო)
„მსოფლიო რაგბიმ“ ქართული რაგბის ისტორიაზე მოკლე დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომლის სახელწოდებაა „საქართველო – მომავალი სარაგბო ზესახელმწიფო“. ფილმი 25-წუთიანია და ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე მოგვითხრობს. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია ძირითადი ეპიზოდები ქართული რაგბის ისტორიიდან, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ქართული ლელო-ბურთის გათამაშებას ექცევა.  ისინი შუხუთში ჩავიდნენ და ეს ისტორიული თამაში დოკუმენტურ ფილმში აღბეჭდეს, რითიც ქართული კულტურა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნეს. დოკუმენტურ ფილმს ასევე თან ახლავს ინტერვიუები ქართველ მორაგბეებთან.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მე-5 მსოფლიოს თასისთვს ემზადება. ქართველებმა პირველად რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე 2003 წელს იასპარეზეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება, შემდეგ კი, 31 აგვისტოს, შოტლანდიის ნაკრებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.







Print
ბოლო სიახლეები