2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები
უელსთან ანგარიშით 14:43 დამარცხდა.
პირველი ნახევარი მეტოქის სრული უპირატესობით წარიმართა და უელსის
გამარჯვებით 29:0 დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში
გამოასწორა და ორი ლელო და ორი გარდასახვა გამოიყენა.
მეორე ნახევარი ფრედ 14:14 დასრულდა. უელსმა 29 ქულიანი სხვაობით
მოგება მოახერხა. საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელოები მამუკაშვილმა
და ჩილაჩავამ დადეს, ორივე გარდასახვა კი აბჟანდაძემ გამოიყენა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, თბილისის
დროით დილის 09:15 საათზე კუმაგაიაში ურუგვაის ნაკრებთან
ჩაატარებს.