"საქართველო რუსეთი არ არის" - ბორჯღალოსნების კაპიტნისა და მწვრთნელის პროტესტი მსოფლიო თასზე
დღეს რაგბის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" ლელოს აღსანიშნავად  რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის რუსულენოვანი სიმღერა ჩართეს, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგისა და კაპიტნის ჯაბა ბრეგვაძის პროტესტი მოჰყვა. 

სავარაუდოდ იაპონელებმა, გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს, ენობრივი სხვაობისთვის კი ყურადღება არ მიუქცევიათ. 

"მინდა, მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ" - განაცხადა კაპიტანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. ინტერვიუს თარგამნს Popsport ავრცელებს.

“თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველო არაა და საქართველოც არაა რუსეთი. ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს!” - განაცხადა ჰეიგმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ნაკრებს შეცდომით სხვა სიმღერას ურთავენ. მსოფლიო თასის დაწყებამდე შოტლანდიასთან მატჩის დროს საქართველოს ძველი ჰიმნი "დიდება" შესრულდა.

შოტლანდია-საქართველოს მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს (ვიდეო)
Print
ბოლო სიახლეები