ახალი ელექტრომობილი გვერდითი სარკეების გარეშე

“HONDA”-ს ევროპული ოფისი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ ელექტრომობილს “Honda e”-ს   გვერდითი სარკეები არ ექნება.

მათი ინფორმაციით გვერდითი სარკეების ადგილას იქნება კამერები დაყენებული რომელიც, ორი 6-ინჩიანი ეკრანისგან შედგება.მისი მართვის აპარატი კი ხელსაწყოების დაფის კუთხეში იქნება განთავსებული. კამერების დაბინძურებისგან დასაცავად მა ლინზები ჰიდროფობიური დამცავი საშუალებით დაფარეს.

კომპანიის განცხადებით ახალი სისტემა “Side Camera Mirror System” საკმაოდ კომპაქტურია, არ გადის ბორბლების თაღებს მიღმა, 90%-ით ამცირებს წინააღდეგობას ჰაერნაკადთან და 3,8%-ით აუმჯობესებს ავტომობილის საერთო აეროდინამიკას.

კამერები იმუშავებს როგორც ჩვეულებრივ რეჟიმში ასევე  გაფართოებულ იმუშავებს რაც გულისხმობს იმას რომ  პირველ შემთხვევაში ჩვეულებრივ სარკეებთან შედარებით ხედვის არე 10%-ით, მეორეში კი 50%-ით გაიზრდება.