Al-Jazeera, Associated Press – ისრაელმა, ღაზის სექტორში, მედიაოფისების შენობა დაბომბა

ისრაელმა, ღაზის სექტორში, ავიაგამანადგურებლებით იმ შენობას დაარტყა სადაც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. მანამ სანამ ისრაელი შეტევაზე გადავიდოდა, ისრაელის ძალებმა კორპუსში მყოფები ადამიანები გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა.

ამის შემდეგ, ღაზის სექტორიდან, ისრაელის ქალაქ რამათ-განში 2 რაკეტა ჩამოაგდეს –  შედეგად, ქალაქ რამათ-განში 1 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი 50 წლის კაცია. თელ-ავივში და ცენტრალურ ისრაელში დღეს უკვე მეორედ გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.

15 მაისს  ისრაელმა, ღაზის სექტორში 20 რაკეტის გამშვებ პუნქტს დაარტყა. სწორედ ამ გამშვები პუნქტებიდან ხდებოდა ცენტრალური და სამხრეთ ისრაელის მიზანში ამოღება.