“ალბათ ერთეული ლეტალური შემთხვევებიც გვეყოლება…პიკი იქნება ასეულები” – თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვალე ახლო მომავალში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას და ლეტალურ შემთხვევებს არ გამორიცხავს.

“იქნება მატება, როგორც დადასტურებული შემთხვევების, ისე, სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავრჩები ასეთ იზოლაციაში, ასეთ კარგი ზოლაციაში, რომ არცერთი გარდაცვლილი არ გვყავს. ასე სამწუხაროდ ვერ დავრჩებით, გვეყოლება ალბათ ერთეული ლეტალური შემთხვევებიც. ჩემი რწმენაა და შეიძლება სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და როცა შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, იმ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს პიკი ძალიან არის, კატასტროფული სიტუაციაა, იმ დონეს არ მივაღწევთ და ჩვენ ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით ამას, ანუ იქ თუ პიკი იყო ათასები, ჩვენთან იქნება ასეულები.“– აცხადებს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 70–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ პაცინეტთა რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა.