Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად ცნო

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა რუსეთის ხელისუფლებისგან ალექსეი ნავალნის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც ბერლინიდან შერემეტევოს აეროპორტში ჩასვლიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

“ალექსანდრე ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს მას გაჩუმება აიძულოს. ნავალნის დაპატიმრება ხაზს უსვამს მისი ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას, როს ის მოწამლული იქნა სახელმწიფო აგენტების მიერ, რომლებიც ასრულებდნენ უმაღლეს დონეზე გაცემულ ბრძანებებს”, – განაცხადა Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის დირექტორმა, ნატალია ზვიაგინამ.

“ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს მშვიდობიანი პოლიტიკური საქმიანობისა და სიტყვის თავისუფლების გამო. Amnesty International-ი მას სინდისის პატიმარად მიიჩნევს და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ განთავისუფლებას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Amnesty International-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები.

“რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს მათი კრიტიკოსების დაშინებისა და პოლიტიკური შევიწროების კამპანია”, – დასძენენ საერთაშორისო ორგანიზაციაში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი გუშინ მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს.