ათი ყველაზე საშიში პროდუქტი თქვენი კუჭისთვის

 

ამ პროდუქტებს ხშირად ვყიდულობთ და ვფიქრობთ, რომ ისინი სასარგებლოა. თუმცა არ ვიცით რა საფრთხეებს შეიცავს მათი მოხმარება. წარმოგიდგენთ ჯანმრთელობისთვის საშიში ათი პროდუქტის სიას.  გირჩევთ ისინი მაღაზიაში ფრთხილად შეარჩიოთ და მოხმარების წესებიც შეძლებისდაგვარად დაიცვათ.


{{ARTICLEIMAGE}}
დაუმუშავებელი ხორცი

სისხლიანი სტეიკი ან საქონლის ხორცის ტარტარი – ეს დასახელებები რესტორნის მენიუში შესაძლოა მიმზიდველად და საინტერესოდ გამოიყურება. თუმცა უმი ხორცი ხშირად პირდაპირი გზაა კუჭნაწლავის პრობლემებისკენ. ბაქტერიებმა, რომლებიც ხორცში ბუდობს შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს. თერმული დამუშავების გარეშე ბაქტერიები ხორცში თავს  შესანიშნავად გრძნობენ და ადამიანის ჯანმრთელობაზე შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ.

თეთრი ბრინჯი

იცით თუ არა რატომ იყენებენ იაპონიის რესტორნებში ბრინჯის მომზადებისას ძმარს? იმისთვის, რომ ამ პროდუქტში არსებული ბაქტერიები გააუვნებელყონ. საქმე იმაშია, რომ ბრინჯიანი კერძის გაციებისას მის ზედაპირზე Bacillus cereus ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, რამაც შეიძლება კუჭის მწვავე დაავადება გამოიწვიოს

ხორბლის თავთავი

ერთი შეხედვით რა შეიძლება იყოს საშიში ამ სასარგებლო პროდუქტში და როგორ შეიძლება ავნოს მან თქვენს ჯანმრთელობას? საქმე იმაშია, რომ მის შემადგენლობაში შედის ლექტინის ცილა. ის ორგანიზმში რეაქციაში შედის შაქრის მოლეკულებთან . ხორბლის ასეთმა დაცვითმა მექანიზმმა შეიძლება კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომაც კუჭნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებს და ბავშვებს სპეციალისტები არ ურჩევენ საკვებში ხორბლის გამოყენებას.

ბოსტნეული, მწვანილი და ხილი

ფიქრობთ რომ წინასწარ ერთბაშად გარეცხილი ბოსტნეული, მწვანილი და ხილი დროს დაგიზოგავთ? შესაძლოა, თუმცა ამავე დროს შეიძლება  თქვენს ჯანმრთელობას ავნოს. ერთის მხრივ, ისინი ჯერ კიდევ საწარმოში გარეცხეს, პაკეტებში დააფასოვეს და მოხმარებისთვის მოამზადეს. თუმცა მეორეს მხრივ შესაძლოა ეს არასაკმარისკად კარგად გააკეთეს. შესაბამისად, ზედაპრზე ნიადაგის ნაწილაკები, სასუქის ნარჩენები და ჭიის კვერცხები შემორჩა. გარდა ამისა, ტენიან გარემოში ბაქტერიები თავს მშვენივრად გრძნობენ. მაიონეზიან სალათში ბოსტნეულს და მწვანილს ამატებთ და ბაქტერიებიც გამრავლებას იწყებენ, როგორც ნოყიერ ნიადაგში. თქვენ კი ნაწლავური ინფექცია გარანტირებული გაქვთ თუ კერძს დიდხანს მაცივრის გარეთ დატოვებთ.

სოკო

ის, რომ სოკო შეიძლება საშიში იყოს ყველამ იცის. სოკოთი მოწამვლა ადვილია. პროფესიონალები თითქოს კარგად არჩევენ საკვებ სოკოს მომწამვლელი სოკოსგან. თუმცა ეს ყოველთვის არ ხერხდება. ბევრ საკვებ სოკოს მომწამვლელი “ორეული“ გააჩნია და შეცდომა გამორიცხული არ არის.  გარდა ამისა, სოკოს აქვს თვისება ქიმიური ნივთიერებები შეიწოვოს და თუ არ ვიცით, რა გარემოშია ისინი მოყვანილი, მათი მოხმარება საშიშია. მაგალითად, თუ სოკო ავტოსტრადის ან ქარხნების სიახლოვეს გაიზარდა, შესაძლოა მათში მძიმე მეტალები და მომწამვლელი ნივთიერებები აღმოჩნდეს.

თევზი და ზღვის პროდუქტები

ზღვის პროდუქტები და დელიკატესები ერთის მხრივ გემრიელი, თუმცა მეორეს მხრივ საშიშია. პარაზიტებსა და ფიტოტოქსინებს სერიოზული მოწამვლის გამოწვევა შეუძლიათ. თევზი არასწორად შენახვის შემთხვევაში ჰისტამინს აგროვებს და ალერგიულ რეაქციას იწვევს.

კვერცხი და კვერცხის პროდუქტები

იმის შესახებ, რომ გამოყენებამდე კვერცხის ნაჭუჭი კარგად უნდა გაირეცხოს ყველამ იცის. იმის გამო, რომ კვერცხში შესაძლოა სალმონელა ბუდობდეს, ის კარგად უნდა მოამზადოთ. ხანდახან ამ ბაქტერიას ხანგრძლივი ხარშვაც ვერ ერევა.

არაპასტერიზებული რძე და მისი პროდუქტები

უმი რძე შეიძლება ნატურალური და შესაბამისად სასარგებლო გვგონია, თუმცა არაპასტერიზებულ სასმელში დაავადეების საშიში მაპროვოცირებლები გვხვდება. რძის პროდუქტების მომზადებისას ყველა მათგანი როდი იღუპება. მაგალითად, ყველის დამზადება არანაირ გავლენას არ ახდენს რძეში არსებულ ლიტარიებზე, ამიტომაც არაპასტერიზებული რძისგან დამზადებული ხაჭო და ყველი არანაკლებ საშიში შეიძლება იყოს.

ნაყინი

ერთი შეხედვით რა შეიძლება იყოს საშიში ნაყინში? ალბათ ფიქრობთ რომ ეს დესერტი მხოლოდ ზედმეტი წონის საფრთხეს შეიცავს. თუმცა ირკვევა, რომ მასშიც, ისევე როგორც სხვა რძის პროდუქტებში შესაძლოა მავნე ბაქტერიები შეგვხვდეს. საფრთხე შეიძლება შესანახ კონტეინერებშიც იმალებოდეს. ისინი ყოველთვის სტერილური და ერთჯერადი როდია. გარდა ამისა, თუ რაიმე მიზეზის გამო ნაყინი გადნა და ხელახლა გაყინეს, ის ნაწლავური ინფექციის რისკის შემცველია.

არაჟანი და ნაღების სოუსები

სოუსებით გაჟღენთილი სალათები რა თქმა უნდა უფრო ნოყიერი და გემრიელია. თუმცა თუ მათ დიდხანს გააჩერებთ, შესაძლოა მიკრობების ბუდედ იქცნენ. ზეთი და არაჟანი კერძს მაგიდასთან მიტანის წინ უნდა დაამატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლის საფრთხე გემუქრებათ. პროფესიონალი კულინარები გირჩევენ სუპი კარგად წამოადუღოთ, თუ მათ ზეთი ან არაჟანი დაუმატეთ.

ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი გემრიელი და სასარგებლოა, თუ მათ კარგად შევარჩევთ და შენახვა–მოხმარების წესებს დავიცავთ.