ავტომობილი და ეკოლოგიური მდგომარეობა
ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, შემდგომ ადამიანის ჯანმრთელობა და საგზაო უსაფრთხოება შეგვიძლია პირდაპირპროპორციულად დავუკავშიროთ ავტომობილს.

საქართველოში ავტმობილები მოიხმარენ ბუნებრივ აირს, რომლის გამონაბოლქვი თითქმის უვნებელია, მთავარი პრობლემა იქმნება მაშინ,როდესაც საქმე ბენზინის და დიზელის მოხმარებას ეხება და ამ ყოველივეს შიდა წვის ძრავის გაუმართავი მუშაობა ემატება.

იმ შემთხვევში, როდესაც მოქალაქე არ აკონტროლებს მანქაანის მდგომარეობას, არ ფიქრობს საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე, ამისთვის ავტომობილების ტექნიკური შემოწმება გვევლინება ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად. ვიცეპრემიერის განმარტებით კანონი, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ტრანსპორტის გზისთვის ვარგისიანობას ამოქმედდება 2018 წლის იანვრიდან. ტექდათვალიერების თანახმად მანქანამ ტესტი ათზე მეტ კომპონენტში უნდა გაიაროს.

მსოფლიო პოლიტიკა მიმართულია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისკენ.ავტო ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლიებების მთავარ მიზანს ისეთი სატრანსპორტო საშვუალბების შექმნა წარმოადგენს, რომელიც ნაკლებად საზიანო იქნება გარემოსათვის. ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა გამონაბოლქვის და ხმაურის შემცირების თვალსაზრისით.

საქარველოშიც აღინიშნება მზგავსი ტიპის მანქანების მოხმარების ზრდის ტენდენცია. ჰიბრიდის ტიპის ავტომობილს შიდა წვის ძრავთან ერთად, ელექტრო ძრავაზეც შეუძლია მუშაობა, ნაკლებ საწვავს მოიხმარს,შესაბამისად ნაკლები გამონაბოლქვითა და დაბალი ხმით ერთ-ერთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად
გვევლინება.

განსხვავებით ჰიბრიდული ტიპის მანქანისგან ელექტრო მანქანა შიდა წვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. არ მოიხმარს საწვავს რაც შესაბამისად აბსოლიტურად უსაფრთხოა გარემოსათვის.
Print
ბოლო სიახლეები